ალბათ, ხშირად გსმენია ფრაზა: “პროდუქტის მფლობელი”, ანუ Product Owner (PO). ეს ის როლია, რომელიც დღეს ტექნოლოგიურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ანაზღაურებადია. მაგრამ, რეალურად, რას ნიშნავს ეს? რას აკეთებს PO მთელი დღის განმავლობაში?
სიმართლე ისაა, რომ Product Owner-ის არცერთი დღე არ ჰგავს მეორეს, და სწორედ ეს არის ამ პროფესიის ხიბლიც. თუმცა, მოდი, უფრო დიდ სურათში შევხედოთ პროცესს და გავიაროთ როგორია ერთი ტიპური, დინამიკური დღე PO-ს ცხოვრებაში.
დილა
PO-ს დილა, როგორც წესი, ფინჯანი ყავითა და პროდუქტის Healthcheck-ით იწყება.
სანამ გუნდი შეიკრიბება, PO ამოწმებს მეტრიკებს: როგორ ჩაიარა გუშინდელმა რელიზმა? ხომ არ არის რაიმე კრიტიკული ბაგი (ხარვეზი)? რას წერენ მომხმარებლები? ანალიტიკის გადახედვა გეხმარება, რომ დღე ციფრებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებებით დაიწყო.
შემდეგ დგება Daily Stand-up-ის (ყოველდღიური შეკრების) დრო. ეს არის 15-წუთიანი შეხვედრა დეველოპერებთან და სქრამ მასტერებთან ერთად. აქ შენი როლი არა “უფროსობა”, არამედ ხელისშემწყობია. შენ უსმენ გუნდს:
- რა გააკეთეს გუშინ?
- რას გეგმავენ დღეს?
- რაიმე ხომ არ უშლით ხელს მუშაობაში? (Blcokers)
თუ აღმოჩნდება, რომ დეველოპერს დიზაინის ფაილი აკლია, ან ბიზნესისგან დაზუსტება სჭირდება შენი საქმეა, ეს პრობლემა მოაგვარო, რათა გუნდმა შეუფერხებლად იმუშაოს.
შუადღე
“დეილის” შემდეგ იწყება ნამდვილი “ექშენი”.
შუადღისას ხშირად გაქვს შეხვედრები სტეიკჰოლდერებთან (დაინტერესებულ მხარეებთან). ეს შეიძლება იყოს მარკეტინგის გუნდი, გაყიდვების დეპარტამენტი ან კომპანიის დირექტორი. ისინი გიყვებიან თავიანთ სურვილებზე: “გვინდა, რომ ღილაკი იყოს წითელი და მომხმარებელმა შეძლოს განვადებით ყიდვა 2 წამში”.
შენი, როგორც PO-ს ამოცანაა, ეს სურვილები გადააქციო კონკრეტულ დავალებებად (User Stories). შენ აპრიორიტეტებ რა უფრო მნიშვნელოვანია ახლა? განვადების ფუნქცია თუ ახალი ბანერი?
ამ დროს შენ მუშაობ Backlog-ზე (დავალებების სიაზე). ეს ჰგავს დიდ სათავსოს, რომელიც მუდმივად უნდა მოაწესრიგო. შენ წერ დეტალურ აღწერილობებს, რათა დეველოპერმა ზუსტად გაიგოს, რა უნდა გააკეთოს.
შესვენება
ლანჩი PO-სთვის ხშირად არაფორმალური შეხვედრების დროცაა. კოლეგებთან საუბრისას შეიძლება გაიგო ისეთი დეტალები პროდუქტზე, რაც ოფიციალურ მეილებში არ იწერება. თუმცა, გონების დასვენება აუცილებელია პროდუქტიულობა დასვენების გარეშე არ არსებობს.
ნაშუადღევი
ლანჩის შემდეგ დრო ეთმობა შესრულებული სამუშაოს მიღებას. დეველოპერები გაჩვენებენ დასრულებულ ფუნქციონალს. შენ ამოწმებ:
- შეესაბამება თუ არა ეს იმას, რაც დავგეგმეთ?
- არის თუ არა მოსახერხებელი მომხმარებლისთვის?
დღის ბოლოს აჯამებ შედეგებს. პასუხობ დაგვიანებულ მეილებს, სლეკში (Slack) წერ გუნდს მოტივაციისთვის ან აზუსტებ ხვალინდელი დღის გეგმებს.
სამსახურიდან გამოდიხარ დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი. რატომ? იმიტომ, რომ შენ შექმენი ღირებულება. შენი გადაწყვეტილებების გამო დღეს პროდუქტი იმაზე უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო.
რომ შევაჯამოთ
Product Owner-ობა არ არის მარტივი, ის მოითხოვს კომუნიკაციის უნარს, ანალიტიკურ აზროვნებას და ემპათიას. მაგრამ ეს არის როლი, სადაც შენ რეალურ გავლენას ახდენ პროდუქტზე.
თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და გინდა ისწავლო, როგორ მართო ტექნოლოგიური პროდუქტები თანამედროვე მეთოდებით, შემოუერთდი ჩვენს Product Owner-ის კურსზე, სადაც თეორიასთან ერთად, რეალურ ქეისებზე მუშაობას ისწავლი.