როდესაც ტელეფონში ხსნი აპლიკაციას, აკეთებ შეკვეთას ან რეგისტრირდები მობაილ ბანკში, ლამაზი ინტერფეისის უკან დგას არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი სწრაფად, უსაფრთხოდ და სტაბილურად მუშაობდეს.
ამის ავტორი კი IT Solution Architect-ია. ადამიანი, რომელიც ქმნის ტექნიკური გადაწყვეტილებების ჩარჩოს და ადგენს როგორ იმუშავებს მთელი სისტემა ერთმანეთთან ჰარმონიაში. ხშირად სწორედ მისი სწორი ხედვა განსაზღვრავს, როგორ ამუშავდება იდეა ტექნიკურ რეალობად.
თუ მოგწონს, რასაც კითხულობ, მაშინ დროა IT Solution Architect-ის როლში წარმოიდგინო საკუთარი თავი.
ვინ არის და რას აკეთებს IT Solution Architect?
Solution Architect არის IT პროფესიონალი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ კომპანიის მიზნები გადათარგმნოს ტექნიკურ ენაზე და შექმნას ისეთი სისტემური გადაწყვეტა, რომელიც მუშაობს, მასშტაბირებადია და უსაფრთხო.
მისი მთავარი ამოცანებია:
- გააანალიზოს კომპანიის საჭიროებები და პრობლემები;
- შეაფასოს არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა;
- დააპროექტოს შესაბამისი IT გადაწყვეტა (მაგ. პროგრამული არქიტექტურა, მონაცემების არქიტექტურა, ინტეგრაციები);
- დააკავშიროს ბიზნესი და ტექნიკური გუნდები
- უზრუნველყოს უსაფრთხოება, შესრულება, გამტარიანობა და მასშტაბირება.
იგი მუშაობს დეველოპერებთან, DevOps-ებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან, პროექტის მენეჯერებთან და ხშირად თავადაც არის ტექნიკურად კომპეტენტური ლიდერი.
რა კომპეტენციები სჭირდება IT Solution Architect-ს?
Solution Architect-ის როლი ჰიბრიდულია — მას ესაჭიროება როგორც ტექნიკური სიღრმე, ისე კომუნიკაციის კარგი უნარი
ძირითადი უნარები:
- ტექნიკური სტეკის ცოდნა: Cloud ტექნოლოგიები (AWS, Azure), არქიტექტურული სტილები (Microservices, Monolith), მონაცემთა ბაზები, API ინტეგრაციები.
- პრობლემის ანალიზი და სისტემური აზროვნება: სხვადასხვა გზით ხედავს პრობლემას და შეუძლია ოპტიმალური გადაწყვეტის პოვნა.
- დოკუმენტაციის და დიზაინის უნარი: არქიტექტურის აღწერის სტანდარტული ჩარჩოები (მაგ. UML, C4 მოდელი).
რატომ არის Solution Architect როლი კრიტიკული?
პროექტის წარმატებას ან წარუმატებლობას ხშირად სწორედ Solution Architect-ის გადაწყვეტილებები განსაზღვრავს:
- არასწორი არქიტექტურა → დაგვიანებები და ტექნიკური ვალები
- არამასშტაბირებადი სისტემა → ბიზნესის ზრდის შეფერხება
- უსაფრთხოების უგულებელყოფა → მონაცემთა გაჟონვის რისკი
Solution Architect არის ის, ვინც თავიდან აცილებს ორგანიზაციას ამ პრობლემებს. ამიტომაც ბევრი კომპანიისთვის ის არის სტრატეგიული როლი, რომელიც დაკავშირებულია არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფინანსურ შედეგებთან.
Solution Architect-ები მუშაობენ:
- ტექნოლოგიურ კომპანიებში;
- ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში;
- საწარმოებში ციფრული ტრანსფორმაციის დროს;
- საკონსულტაციო კომპანიებში, როგორც გარე ექსპერტები;
- StartUp-ებში, სადაც სისტემური გადაწყვეტილებები კრიტიკულია ზრდისთვის.
AgileSchool-ის IT Solution Architect კურსი შეიქმნა მათთვის, ვინც უკვე მუშაობს ტექნიკურ, ან ანალიტიკურ პოზიციაზე და სურს გადაინაცვლოს ტექნიკური სტრატეგის როლში.
კურსი მოგცემს ხედვას რეალურ სამუშაო შემთხვევებზე, სისტემური აზროვნებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების დიზაინის მიმართულებით.
✔️ ისწავლი როგორ შექმნა არქიტექტურული ხედვა
✔️ იმუშავებ Cloud სტრუქტურებზე, მონაცემთა ნაკადებზე და ინტეგრაციებზე
✔️ მოემზადები ისეთი როლებისთვის, როგორიცაა Tech Lead, Solution Architect ან Technical Product Manager
ხშირად ცვლილება ერთი სწორი ნაბიჯით იწყება, ამიტომ თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და მზად ხარ ცვლილებებისთვის, გაიარე IT Solution Architect კურსი: https://agileschool.ge/it-solution-architect/